გურჯაანში კაცმა მეზობელს ყური მოაჭამა

გურჯაანში კაცმა მეზობელს ყური მოაჭამაგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა მეზობელ მამაკაცს დაზიანებები მიაყენა.

თვითმხილველების გადმოცემით, დაზიანებები ყურის მიდამოშია აქვს მიყენებული და მას სასწრაფო ქირურგიული დახმარება დასჭირდა.

შს სამინისტროში საქართველოს პირველ არხს ფაქტი დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის სამმართველოს მიერ საქმეზე დაკავებულია ერთი პირი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.