გვარდიოლა: ”სიტიდან წასვლას არ ვაპირებ”

გვარდიოლა: ”სიტიდან წასვლას არ ვაპირებ”მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ იმ ჭორებს უპასუხა, თითქოს ის მომავალ სეზონში იუვენტუსის მწვრთნელი გახდება. გვარდიოლას თქმით ეს სიცრუეა და ის არ აპირებს მანჩესტერ სიტიდან წასვლას:

”არ ვიცი საიდან ვრცელდება ასეთი ინფორმაცია, მაგრამ მე უკვე არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ რომ სიტიდან წასვლას არ ვაპირებ, რადგან აქ კიდევ ბევრი მიზანი მაქვს შესასრულებელი. ოდესმე ამ გუნდს დავტოვებ, მაგრამ ეს არ ვიცი როდის მოხდება”.

წლევანდელ სეზონში გვარდიოლამ მანჩესტერ სიტისთან ერთად 3 ტიტული მოიგო.