ჰარი კეინი: ”ფინალში თამაში შემიძლია”

ჰარი კეინი: ”ფინალში თამაში შემიძლია”ტოტენჰემის ცენტრალურმა თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა და თქვა, რომ მას ფინალამდე გამოჯანმრთელება შეუძლია. ამჟამად კეინს მხარი აქვს დაზიანებული, რის გამოც ის თავის გუნდს ვერ ეხმარება:

”ბიჭების თამაშით აღფრთოვანებული ვარ. მათ თითქმის შეუძლებელი შეძლეს და ჩვენ ფინალში ვართ, რაც ძალიან დიდი წარმატებაა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გამოვჯანმრთელდე და ფინალში თამაში შევძლო”.