ირაკლი ალასანია – “სპეციალურად ჩამოვედი თბილისში, რომ შალვას დავუდგე გვერდით”

ირაკლი ალასანია - "სპეციალურად ჩამოვედი თბილისში, რომ შალვას დავუდგე გვერდით"თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ასევე “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

მისი თქმით, თბილისში სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ჩამოვიდა და იმისთვის, რომ შალვა შავგულიძეს დაუდგეს გვერდით.

“შალვა შავგულიძე არის ის ღირსეული ადმაიანი, რომელმაც იცოდა და ეცოდინება, როგორ უნდა დაუდგეს მეგობრებს გვერდში. ყოველთვის იყო იქ, სადაც ჭირდებოდა მეგობრებს, იღებდა ღირსეულ გადაწყვეტილებებს. მე სპეციალურად ჩამოვედი დღეს თბილისში, აქ არ ვიყავი, რომ მე დავუდგე მხარში, დღეს მას სჭირდება მხარდაჭერა. აქ მოვედი იმიტომ, რომ მეგობარს დავუდგე მხარში. აქ არ მოვსულვარ პოლიტიკაზე სასაუბროდ, მოვედი მეგობრის მხარდასაჭერად” – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

ნიუპოსტი