ირინა სარიშვილი – ზუგდიდში სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა! გახარია ჭეშმარიტად ამ ხელისუფლების მოთხოვნების სიმაღლეზეა!

ირინა სარიშვილი - ზუგდიდში სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა! გახარია ჭეშმარიტად ამ ხელისუფლების მოთხოვნების სიმაღლეზეა!„ყველა ვხედავთ რაც ზუგდიდის მერის არჩევნებთან დაკავშირებით ხდება – კრიმინალების არნახული თარეში სამართალდამცავების ხელშეწყობით!
არჩევნებამდე 1 დღით ადრე ზუგდიდში სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა! გახარია ჭეშმარიტად ამ ხელისუფლების მოთხოვნების სიმაღლეზეა!

ამ არჩევნებს სანდრა იგებს!
უნდა მოვიგოთ და მოვიგებთ!
და როცა გააყალბებენ, ამჯერად მაინც არჩევნების ნამდვილი შედეგები, ანუ ჩვენი ხმები უნდა დავიცვათ და ამ მოთხოვნაში მთელი ცივილური სამყარო ჩვენს გვერდით იქნება!

ეხლა არ არის ერთმანეთთან კინკლაობის, იქედნური შეკითხვების და ნიშნისმოგების დრო!
ყველა ერთად უნდა დავდგეთ ვისაც როგორ შეგვიძლია თუ გვინდა რომ 2020 წელს საქართველო საბოლოოდ რუსეთს არ გაუფორმდეს გუბერნიად!

წარმატებები სანდრას და ყველას, ვინც ეხლა ზუგდიდშია!
ჩვენ უნდა მოვიგოთ და მოვიგებთ!“ – წერს სოციალურ ქსელში ირინა სარიშვილი.