ისრაელი-ღაზის ავიაიერიშებისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ისრაელი-ღაზის ავიაიერიშებისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდაისრაელსა და პალესტინას შორის საჰაერო იერიშებისას დაღუპულთა რიცხვი იზრდება.CNN-ის ცნობით, ორივე მხარეს 24 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 4 ისრაელელი და 20 პალესტინელი.

განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებენ პალესტინის მთავრობის წარმომადგენლები. მაღალჩინოსნების თქმით, ისრაელის ავიაიერიშებს 27 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 14 მშვიდობიანი მოქალაქე იყო. კონფლიქტის ზონაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის მიუხედავად, ისრაელის პრემიერმინისტრმა ღაზის სექტორზე ინტენსიური იერიშების ბრძანება გასცა.

საპასუხო იერიშების შედეგად რაკეტებმა გაანადგურეს ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის 260 ობიექტი. თელავივში აცხადებენ, რომ გასული 48 საათის განმავლობაში ისრაელის მიმართულებით ღაზას სექტორიდან 600 რაკეტა გაუშვეს.

ისრაელის ტერიტორიაზე სროლები 4 მაისს დაიწყო, მას შემდეგ რაც ისრაელის სამხედროებმა 4 პალესტინელი მოკლეს. მანამდე ჰამასის სნაიპერებმა ისრაელის ორი სამხედრო დაჭრეს.