იტალიაში, ტრენტოს ტბაში, თამარ ნეფარიძე გარდაცვლილი იპოვეს

იტალიაში, ტრენტოს ტბაში, თამარ ნეფარიძე გარდაცვლილი იპოვესიტალიაში, ქალაქ ტრენტოში ტბაში ახალგაზრდა ქართველი ქალი, თამარ ნეფარიძე გარდაცვლილი იპოვეს. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ქალს ახლობლები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ამ დროისთვის უცნობია, როდის ჩამოასვენებენ გარდაცვლილს სამშობლოში.

AMBEBI.GE-სთან საუბარში გარდაცვლილის შვილი ლაშა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

“ჯერჯერობით, არაფერი ვიცი რა მოხდა. დღეს მივფრინავ იტალიაში და გარდაცვალების შესახებ დეტალებს გავარკვევ,” – განაცხადა ლაშა ჟორჟოლიანმა.

გარდაცვლილი თამარ ნეფარიძე რუსთავიდან იყო და ემიგრაციაში 5 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.