იტალიის ქალაქში სახლები 1 ევროდ იყიდება

იტალიის ქალაქში სახლები 1 ევროდ იყიდებასიცილიის ქალაქ მუსომელიში სახლის ყიდვა სულ რაღაც ერთ ევროდაა შესაძლებელი. სიმბოლურ თანხად ამ დროისთვის 100 სახლი იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას Sun-ი ავრცელებს.

უახლოეს მომავალში კი მათ კიდევ 400 სახლი დაემატება. თუმცა მყიდველებს ქალაქის მმართველობა ერთადერთ პირობას უყენებს. ახალი მფლობელი ვალდებულია ერთ ევროდ შეძენილი სახლი გაარემონტოს. კვადრატული მეტრის აღდგენითი სამუშაო კი 107 დოლარი ჯდება.

ამ გზით სიცილიის ქალაქ მუსომელის მმართველობა როგორც ქალაქის იერსახის, ასევე მოსახლეობის შენარჩუნებას ცდილობს.

პატარა დასახლებიდან მოსახლეობა დიდი ქალაქებში გადადის. დღეისთვის მუსომელის მოსახლეობა 11 ათასი ადამიანია.

იმედინიუსი