ხაშურთან ქორწილის ოპელი მერსედესს დაეჯახა – 8 ადამიანი დაშავდა

ხაშურთან ქორწილის ოპელი მერსედესს დაეჯახა - 8 ადამიანი დაშავდასაქორწინო ესკორტის მანქანები ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა დღეს ხაშურის შესასვლელში მოხდა.

შეჯახების შედეგად, ,,ოპელისა” და ,,მერსედესის” მარკის ავტომანქანებში მყოფი 8 ადამიანი დაშავდა. ისინი
ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-მ გამოძიება სსკ 276 მუხლის მე -2 ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანების ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა.

ქართლი