კოუტინიოში 115 მილიონის გადახდა არავის უნდა

კოუტინიოში 115 მილიონის გადახდა არავის უნდაბარსელონა ცდილობს ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო სარფიანად გაყიდოს, მაგრამ ჯერჯერობით კოუტინიოს მსურველები არ ჰყავს. უფრო სწორედ 115 მილიონის გადახდა არავის უნდა, ბარსელონა კი სწორედ ამ თანხას ითხოვს.

ფასის დაკლებას კატალონიელები არ აპირებენ, ამიტომ შესაძლოა კოუტინიო ბარსელონაში დარჩეს. ბარსელონას ხელმძღვანელობა კოუტინიოს თამაშით უკმაყოფილოა და მისი გაყიდვაზე საუბრები ლივერპულთან წაგების შემდეგ დაიწყო.