კრისტიან ერიქსენი: ”იმედია მოურას ლონდონში ძეგლს დაუდგამენ”

კრისტიან ერიქსენი: ”იმედია მოურას ლონდონში ძეგლს დაუდგამენ”ტოტენჰემის დანიელმა ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა აიაქსთან დრამატული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ ლუკას მოურას ლონდონში ძეგლი უნდა დაუდგან. ერიქსენის აზრით ტოტენჰემს ცოტათი გაუმართლა, მაგრამ მათ გამარჯვება დაიმსახურეს:

”აიაქსმა კარგად ითამაშა და ისინი შემეცოდნენ კიდეც, მაგრამ ეს ფეხბურთია და აქ მხოლოდ ერთი გუნდი იმარჯვებს. მეორე ტაიმის დასაწყისში გატანილმა გოლმა რწმენა დაგვიბრუნა და შევძელით თამაშის შემოტრიალება. იმედი მაქვს მოურას ლონდონში ძეგლს დაუდგამენ”. ტოტენჰემმა აიაქსი 3:2 დაამარცხა, ხოლო ლუკას მოურამ კი ამ შეხვედრაში სამი გოლის გატანა შეძლო.