ლადო კახაძის ჩაშლილი ზეიმი – რა მოხდა “ოცნების” ოფისში

ლადო კახაძის ჩაშლილი ზეიმი - რა მოხდა "ოცნების" ოფისშიკიდევ ერთი ჩაშლილი ზეიმი – ქართული ოცნების ოფისში ლადო კახაძის გამარჯვების აღსანიშნავად ემზადებოდნენ, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდის კანდიდატმა პირველ ტურში 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. მას დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად მეორე ტურში მოუწევს განმეორებით ბრძოლა.

კახაძე ქართული ოცნების შტაბში 20:00 საათისთვის მიიყვანეს. დაანონსებული იყო, რომ პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე, სპეციალურ ბრიფინგზე კახაძესთან ერთად უნდა გამოსულიყო და გამარჯვება ეზეიმათ, თუმცა, ეს ზეიმი არ შედგა. ამის შემდეგ ლადო კახაძემ ქართული ოცნების შტაბი დატოვა.

„კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. არის პარიტეტი, არის თანაბარი პირობები, სულ იყო ლაპარაკი, რომ აი, რესურსი, რესურსი. არა, ადამიანებს აქვთ კონკრეტული შეხედულებები. მეორე ტურიც ასეთივე იქნება, აქტიურობა იქნება მაღალი ჩვენი მხრიდან. 43 945 ამომრჩეველი, რომელიც უნდა დაფიქსირებულიყო, მოვიდა, სადღაც, 15 000 – ძალიან დაბალია მაჩვენებელი. დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში ეს ყველაფერი გამოსწორდება და იქნება ის შედეგი, რომელსაც ველოდით და იქნება მისაღები,“ – განაცხადა კახაძემ.

რუსთავი 2