ლარმა გაუფასურების ანტირეკორდი მოხსნა – 1 აშშ დოლარი 2.80 ლარი ღირს

ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა – ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 2.80 ლარი ღირს.

მაღალია დოლარის კურსი სავალუტო ჯიხურებშიც. ერთი ამერიკუკლი დოლარის ღირებულება 2.78 ლარია, მაშინ როდესაც დოლარის ღირებულება გუშინ სავალუტო ჯიხურებში 2.75 ლარი იყო.

ლარი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად უფასურდება.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი გუშინ დაადგინა. ოფიციალური მონაცემებით 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7470 ლარი გახდა, როდესაც 2.7424 ლარი იყო. გუშინ ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019