მალკოლმი შესაძლოა საფრანგეთში დაბრუნდეს

მალკოლმი შესაძლოა საფრანგეთში დაბრუნდესბარსელონას ბრაზილიელი შემტევი მალკოლმი შესაძლოა ზაფხულში გუნდიდან წავიდეს, რადგან მას ბარსელონაში თითქმის არა აქვს სათამაშო დრო და ამის გამო ის უკმაყოფილოა. მალკოლმის შეძენა ფრანგულ ლილს სურს, რომელიც მზად არის ამ ტრანსფერში 41 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მალკოლმი წლების მანძილზე ბორდოს ფეხბურთელი იყო, ამიტომ ის საფრანგეთს კარგად იცნობს და სავარაუდოდ ამ ვარიანტზე უარს არ იტყვის, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლილი მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.