მარგველაშვილი – „ჩავრთავ ხოლმე ტელევიზორს და მიხარია, რომ ამაში არ ვმონაწილეობ“

მარგველაშვილი - „ჩავრთავ ხოლმე ტელევიზორს და მიხარია, რომ ამაში არ ვმონაწილეობ““თანამედროვე მიმდინარე პოლიტიკას რომ ვაკვირდები, ჩავრთავ ხოლმე ტელევიზორს და მიხარია რომ ამაში არ ვმონაწილეობ რაც ახლა ხდება“.– განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ტელეკომპანია პირველის ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეაქცია აქვს, როცა დღევანდელ პრეზიდენტს ფაქტიურად ორი სასახლე აქვს, მას კი სასახლის გამო მთელი ხელისუფლება დაუპირისპირდა, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს: “გინდ ორი იყოს, გინდ 22 , არც მაინტერესებს“.

გიორგი მარგველაშვილი პოსტიდან წასვლის შემდეგ პოლიტიკურ პროცესებს მთლიანად ჩამოშორდა. ერთადერთი კომენტარი მთაწმინდის არჩევნების დღეს გააკეთა, როცა ხმის მისაცემად მივიდა და არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ერთფეროვანი ჭაობი უწოდა.

ის დღეს ჯიპაში სტუდენტებს ლექციებს უკითხავს და პოლიტიკას მხოლოდ თერიულად, სტუდენტებთან განიხილავს, მათ შორის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მაგალითად სასამართლოსთან დაკავშირებულ ამბებს. მის სალექციო კურსს პოლიტიკა ჰქვია.

ერთადერთი კომენტარი პოლიტიკური პროცესის შესახებ ასეთია:

“დღეს ქართული ოცნებისთვის მთავარი კონკურენტი ნაციონალური მოძრაობა კი არა, ვიღაც მესამეა. და ნაციონალური მოძრაობისთვისაც მთავარი კონკურენტი ვიღაც მესამეა.ორივეს აქვს შესაძლებლობა, როგორც კი პატარა ნერგი გაჩნდება, გაანადგუროს ეს ნერგი.“– ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

ნიუსრეპორტი