მასიმილიანო ალეგრი იუვენტუსიდან მიდის

მასიმილიანო ალეგრი იუვენტუსიდან მიდისიუვენტუსის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მომავალ სეზონში გუნდს აღარ უხელმძღვანელებს. ეს ინფორმაცია თვითონ იუვენტუსშიც დაადასტურეს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ მიიღო ტურინული გუნდის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება.

ასევე არ არის ცნობილი თუ ვინ იქნება იუვენტუსის ახალი მწვრთნელი და ამ პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. ალეგრის სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა არ აპატიეს. იუვენტუსმა მეოთხედფინალში აიაქსთან წააგო.