მელიამ სააკაშვილს ულტიმატუმი წაუყენა – ”მე სანდრას ჭკუაზე ვერ ვივლი”

ვიდრე “ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ დაპირისპირებას ზეიმობს და მიხეილ სააკაშვილის პარტიის დაშლას პროგნოზირებს, “ოცნების” პოლიტიკური ფანტაზიის მთავარი მუზა-გმირი პარტიაში პოზიციებს იმყარებს.

როგორც “2020NEWS”-თვის სააკაშვილის პარტიის კულუარებიდან გახდა ცნობილი, ნიკა მელიას არც პარტიიდან რიცხავენ და არც თვითონ ტოვებს “ნაციონალურ მოძრაობას”.

“ნიკა მელია თეთრ ცხენზე ზის. ცოტა ხნის წინ მიშას ელაპარაკა და პირდაპირ უთხრა, თუ პოლიტსაბჭოს მდივანი მე ვარ, მაშინ მე მომეცით პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. ახლა მე სანდრას ჭკუაზე ვერ ვივლი, საპროტესტო აქციებიც საჭიროა და შეტევაც, რისთვისაც მე მზად ვარ, მაგრამ რევოლუციას ნუ დაავანონსებთ, რადგან ეგ არ მოხდებაო, – ეს უთხრა მელიამ სააკაშვილს.

ზუგდიდში, როდესაც არჩევნები დაინიშნა, ნაციონალებმა ნიკა მელიას კანდიდატურის დაყენება გადაწყვიტეს და მერე შეცვალეს – სანდრა რულოვსი დააყენეს საბოლოოდ, რის გამოც, ნიკა განაწყენდა და მიშას ახლა ისიც უთხრა, რომ მისი კანდიდატურის მოხსნა შეცდომა იყო – მე მოვიგებდი არჩევნებსო.

მიშა სააკაშვილმა უთხრა, ახლა დაპირისპირების დრო არ არის, “ოცნება” გვყავს დასამარცხებელი და ამ საქმეში შენი როლი რომ ძალიან დიდია, ხომ იციო. ერთი სიტყვით, ნიკა მელიამ პარტიაში პოზიციები გაიმყარა”, – უთხრა “2020NEWS”-ს ინფორმირებულმა წყარომ.

შეგახსენებთ, სანდრა რულოვსის მიერ, ზუგდიდის არჩევნების წაგების შემდეგ რევოლუციის დაანონსება, ნიკა მელიამ გააპროტესტა. მისი განცხადების შემდეგ გამოითქვა ვარაუდი, რომ ნაციონალური მოძრაობა იშლება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019