მექსიკაში თვითმფრინავი ჩამოვარდა – 14 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში თვითმფრინავი ჩამოვარდა - 14 ადამიანი დაიღუპათვითმფრინავმა Bombardier Challenger 601 მექსიკის კოაუილას შტაშის მთიან რეგიონში კატასტროფა განიცადა.

წინასწარი მონაცემებით, ბორტზე ეკიპაჟის 3 წევრი და 11 მგზავრი იმყოფებოდა.

მაშველებმა თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს და 14 ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს.

თვითმფრინავი ლას-ვეგასიდან მონტერეიში მიემართებოდა.

თვითმფრინავი რადარებიდან კოალუილას შტატის მონკლოვას ტერიტორიის თავზე გაქრა.