მიხეილ ცაგარელი – “სანდრა რულოვსს გამარჯვების შანსი არ აქვს”

მიხეილ ცაგარელი - "სანდრა რულოვსს გამარჯვების შანსი არ აქვს"ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, სანდრა რულოვსს ზოგდიდის მერად არჩევის ძალიან დაბალი შანსი აქვს, რადგან ვარსკვლავები მის მიმართ ცუდად არიან განწყობილი. როგორც „2020NEWS“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განუცხადა, სანდრა რულოვსს ზუგდიდის მერად არჩევის დიდი შანსი მაშინ ექნებოდა, თუ სააკაშვილი საქართველოში იცხოვრებდა.

“სანდრა რულოვსი მაიმუნის წელში დაბადებული თხის რქა არის, ამიტომ არ აქვს გამარჯვების მაღალი შანსი. მაიმუნი არ მეგობრობს ტახთან, მისთვის 2019 წელი საკმაოდ რთული იქნება. თხის რქისთვის უკეთესი წელი იქნება ვიდრე გასული, 2018 იყო. ახლა რომ ყოფილიყო 2020 წელი გეტყოდით, რომ სანდრა რულოვსი აუცილებლად გაიმარჯვებს-მეთქი, მაგრამ რადგან 2020 არ არის და სატურნი და პლუტონი ჯერ კიდევ იმყოფებიან მის ზოდიაქოში, ამიტომ გეტყვით, რომ ბევრი სირთულე შეხვდება. წარმატების შანსები მას საკმაოდ დაბალი აქვს.

სხვა საქმეა, რომ მის მეუღლეს აქვს საკმაოდ მაღალი შანსი, როგორ უკრაინაში, ასევე საქართველოში. სააკაშვილი საქართველოში რომ იყოს, მისი ენერგეტიკა დაეხმარებოდა და გამარჯვების შანსებიც მოიმატებდა.

ხუთქულიანი სისტემით რომ შევაფასოდ რულოვსის წარმატების შანსები, მას ექნება სამქულიანი წელი, სააკაშვილი საქართველოში რომ ყოფილიყო, ყოფილი პირველი ლედის წარმატების შანსები დიდი ექნებოდა, შეგვეძლებოდა მის წარმატებები თუნდაც ოთხიანზე შეგვეფასებინა“, – აცხადებს ცაგარელი.

რეზონანსი