მოჰამედ სალაჰი: ”წელს უბრალოდ არ გაგვიმართლა”

მოჰამედ სალაჰი: ”წელს უბრალოდ არ გაგვიმართლა”ლივერპულის ლიდერმა მოჰამედ სალაჰმა განაცხადა რომ ლივერპული ჩემპიონობას იმსახურებდა, მათ უბრალოდ არ გაუმართლათ, რომ ინგლისში მანჩესტერ სიტი თამაშობს, რომელმაც ბოლო 14 შეხვედრა ზედიზედ მოიგო პრემიერ ლიგაში. სალაჰის თქმით ლივერპული ჩემპიონობისთვის მომავალ წელსაც იბრძოლებს:

”სეზონი ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარეთ, მაგრამ სიტიმ ერთი ქულით გაგავასწრო და შეიძლება ითქვას რომ არ გაგვიმართლა. სიტის ჩემპიონობას ვულოცავთ და მომავალ წელს აუცილებლად ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის”.