„მოისმინეთ ჩემი დღევანდელი მოხსენება და შეიძლება, ბევრ კითხვაზე გაიგოთ პასუხი“ – გიორგი ქობულია

„მოისმინეთ ჩემი დღევანდელი მოხსენება და შეიძლება, ბევრ კითხვაზე გაიგოთ პასუხი“ – გიორგი ქობულიასაქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მივიდა, იგი საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა მიიწვიეს.

„რა თქმა უნდა, ჩემი, როგორც ეკონომიკის მინისტრის გადაყენების პრეროგატივა აქვს პრემიერ-მინისტრს. მან დაწერა განცხადება. მე მგონია, რომ არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ეს გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ლიდერთან კონსულტაციის შედეგად იყო მიღებული.

ამას ჰქონდა მთელი რიგი მიზეზები, სადაც მე მხარს არ ვუჭერდი მთელ რიგ გადაწყვეტილებებს. მოისმინეთ ჩემი დღევანდელი მოხსენება და შეიძლება, ბევრ კითხვაზე გაიგოთ პასუხი,“ – განაცხადა ქობულიამ.