მოკლული ჩვილის მამა მიხეილ დვალიშვილი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება

მოკლული ჩვილის მამა მიხეილ დვალიშვილი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ბავშვის მამა არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ შესაძლოა, მოკლული ბავშვის მამის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გოგონა დაორსულების პერიოდში ნამდვილად იყო 15 წლის და ამ ასაკის პირთან ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირიც კი დანაშაულია.

20 წლის მიხეილ დვალიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.