მთვრალმა მღვდელმა მღვდელ-მონაზონი დაჭრა

მთვრალმა მღვდელმა მღვდელ-მონაზონი დაჭრაწმიდა სერგის სამების ლავრაში მთვრალი მღვდელი დანით დაესხა თავს მონაზონს და დაჭრა იგი, იუწყება საინფორმაციო პორტალი ura.ru.

გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი შემოწირულობების არათანაბარი განაწილება იყო. როგორც მამა სევასტიანმა (ნიკოლაი ზაპოლნოვს) შეიტყო, მისი შემოსავლები ბოლო პერიოდში მკვეთრად იმის გამო შემცირდა, რომ მრევლის შემოწირულობების ნაწილს მამა პოლიკარპი (ნიკოლაი სიდოროვი) ითვისებდა. ამიტომ მასთან დალაპარაკება გადაწყვიტა, თუმცა მანამდე მაგრად დათვრა.

კელიაში მღვდელმსახურებს შორის კამათი დაიწყო და მამა პოლიკარპმა მამა სევასტიანი სენაკიდან გააგდო. თუმცა ეს უკანასკნელი დაახლოებით 15 წუთში დანით შეიარაღებული დაბრუნდა და მონაზონი მუცელში დაჭრა.

შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანა, ხოლო თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.

ბოლო ცნობით, იმის გამო, რომ დაკავებული ძალიან მაგრად არის მთვრალი, სამართალდამცველები მის დაკითხვას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.