“ნათიას სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია, ვერაგმა დაავადებამ წამმზომი უკვე ჩართო: წუთებს უთვლის ნათიასაც და ჩვენც”

ნინო გიორგაძემ ფეისბუქში დაწერა:

“#ნათიასთვის
#ვეძებ200000მოკავშირეს

ეს ფერიასავით გოგო ნათიაა,ჩემი მოსწავლე.ის მხოლოდ 15 წლისაა,მაგრამ უკვე სიცოხლისთვის იბრძვის.ნათიას დაუდგინეს სწორი ნაწლავის კიბო(IV სტადია).მეტასტაზები გავრცელებულია ლიმფურ მილებსა და ძვლებში.ფილტვსა და სხვა ორგანოებში უგროვდება სითხე.ერთადერთი კლინიკა,რომელმაც თანხმობა განაცხადა ნათიას მკურნალობაზე,ენვიტაა(აშშ.არიზონა),მაგრამ,საუბედუროდ,დედამიწაზე სიცოცხლეს არავინ გჩუქნის უფასოდ:ის უნდა იყიდო!

ნათიამ უნდა იცოცხლოს,დიდხანს უნდა იცოცხლოს.ყოველი დღით უნდა დატკბეს.ფერადი მომავალი უნდა ჰქონდეს.ორი ჩემოდენა უნდა მოიყაროს,თოვლივით უნდა გაჭაღარავდეს და მერე წავიდეს ზემოურებთან.ჯერ კი ადრეა,ძალიან ადრეა,ის ხომ მხოლოდ 15 წლისაა.
მისი სიცოცხლე დღეს ბეწვზე კიდია.ვერაგმა დაავადებამ წამზომი უკვე ჩართო:წუთებს უთვლის ნათიასაც და ჩვენც,ყველას,ვისაც შეგვიძლია,მართლა შეგვიძლია, სიკვდილს შევებრძოლოთ,ნათიას სიცოცხლე ვაჩუქოთ.

ნათიას ამერიკაში წასაყვანად და სამკურნალოდ საჭიროა 200 000 $ .ვიცი,ბევრია,ძალიან ბევრი,მაგრამ არც იმდენი,რომ ყველა დღესასწაულის პომპეზურად აღმნიშვნელმა ქვეყანამ ამ თანხის შეგროვება ვერ შეძლოს.რომ შეიძლებოდეს,რომ უშველიდეს,ჩემს ნაწლავებს ვაჩუქებდი,ჩემს ძვლებსაც ვაჩუქებდი,თქვენ აღარ შეგაწუხებდით.ცხოვრებაში იმდენი ვნახე და განვიცადე, გული არაფერზე დამწყდება.ნათიას კი ჯერ სიცოცხლის მშვენიერებაც არ შეუგრძნია:პატარაა,ძალიან პატარა.საუბედუროდ,არც ჩემი ნაწლავი,არც ჩემი ძვლები მას არ გამოადგება.

25 წელია,სკოლაში ვმუშაობ.25 წელია,ჩუმად,თავდახრილი ვემსახურები ჩემს ქვეყანას.25 წელია,საკუთარი შვილები არ მახსოვს,თქვენს შვილებს კი გულში ვიკრავ,ვათბობ,ვანუგეშებ,ვასწავლი,თავს ვევლები. არ გთხოვთ ჩემი ღვაწლის დაფასებას.არ ვითხოვ მადლობის გადახდას იმისთვის,რომ ყოველი გაკვეთილის შემდეგ მოცელილ ბალახს ვემსგავსები დაღლილი და ენერგიადაშრეტილი.უარს ვამბობ ხელფასის მომატებაზე,არ მჭირდება.მზად ვარ,საზღაურის გარეშე გავაგრძელო მუშაობა.ერთადერთს გთხოვთ,გემუდარებით მე,მასწავლებელი:გადამირჩინეთ ნათია!

ვეძებ 200 000 მოხალისეს,200 000 მოკავშირეს,200 000 მადლიან ადამიანს,რომლებსაც პატარა გოგოს ტრაგედია სულს აუფორიაქებს!როგორ დავიჯერო,რომ ვერ ვიპოვი?!და თუ ვართ ამდენი,მაშინ სულ მარტივად შევძლებთ ვუყიდოთ ნათიას სიცოცხლე:გავიმეტოთ მხოლოდ 1$.ხომ შეიძლება ერთი დღე არ მოვწიოთ სიგარეტი,ფეხით წავიდეთ სამსახურში,სალონში არ დავივარცხნოთ თმა,რესტორანში შევუკვეთოთ ერთით ნაკლები კერძი?ხომ შეიძლება?!რას ვითხოვ შეუძლებელს?

tbc
ანგარიშის ნომერი GE84TB7473145061100063

საქართველოს ბანკი:
ანგარიშის ნომერი
GE24BG0000000160805135

მიმღები შალვა ბუხნიკაშვილი(მამა)

მამა 577269394 (შალვა ბუხნიკაშვილი)
დედა 577 53 80 45 (ლელა გიგაური)”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019