ნიკა გვარამია ლადო ჭანტურიას წინააღმდეგ – ”იღებს ინსტრუქციებს ხელისუფლებიგან, როგორ იმოქმედოს რუსთავი 2-ის საქმეზე”

ნიკა გვარამია ლადო ჭანტურიას წინააღმდეგ - ”იღებს ინსტრუქციებს ხელისუფლებიგან, როგორ იმოქმედოს რუსთავი 2-ის საქმეზე”საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლეს სტრასბურის სასამართლოში, ლადო ჭანტურიას, რუსთავი2 აცილებას უცხადებს.

ამის შესახებ განცხადება სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე  გააკეთა.

ნიკა გვარამიას თქმით, ჭანტურია იღებს ინსტრუქციებს ხელისუფლების მხრიდან, როგორ იმოქმედოს რუსთავი2-ის საქმეზე.

„ჩვენი უტყუარი ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენელს, მოსამართლეს სტრასბურგის სასამართლოში, ბატონ ლადო ჭანტურიას აქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან და იღებს ინსტრუქციებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, როგორ იმოქმედოს რუსთავი 2-ის საქმეზე. მიმდინარეობს ორკესტრირებულად დაგეგმვა საქმესთან დაკავშირებული დეტალების. ეს სარჩელიც, რომელიც შესულია სასამართლოში, ემსახურება სწორედ ამ მიზანს და არის ამ სქემის ნაწილი. სქემის, რომელიც ლაგდება სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენლის თანამონაწილეობით”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.