ნინი ბადურაშვილის ქალიშვილი ირაკლი კუტალაძემ დუბაიში წაიყვანა

ნინი ბადურაშვილი მუდმივად მედიის ყურადღების ცენტრშია. მშვენიერი მომღერალი და ტელეწამყვანი პრესასთან ურთიერთობისგან თავს იკავებს, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს.

ნინი რამდენიმე წლის წინ გათხოვდა, მისი ქმარი ყოფილი წყალბურთელი და ამჟამად ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძეა, რომელსაც ნინი სკანდალურად დაშორდა.

ირაკლის და ნინის ერთადერთი ქალიშვილი ელენე კუტალაძე ჰყავთ. ელენე თბილისში იზრდება, თუმცა, ხშირად სტუმრობს მამას.
ნინისთან დაშორების შემდეგ, ირაკლი კუტალაძეს მეორე შვილი სხვა მანდილოსნისგანაც გაუჩნდა. როგორც ჩანს, დებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ.

ამას კი კუტალაძის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები მოწმობს. დები ახლა მამასთან ერთად დუბაიში ისვენებენ.

ფოტოები სოციალურ ქსელში პატარების მამამ გამოაქვეყნა. ამ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეგობრები წერენ, რომ ბავშვები მამას ჰგვანან.

რეიტინგი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019