ნინო ნიჟარაძე რუსთავი 2-გან 28 მილიონს ითხოვს – ნიკა გვარამიამ კრებაზე გადასახადების დაფარვის პოლიტიკაზე ისაუბრა

ნინო ნიჟარაძე რუსთავი 2-გან 28 მილიონს ითხოვს - ნიკა გვარამიამ კრებაზე გადასახადების დაფარვის პოლიტიკაზე ისაუბრარუსთავი 2-ის ოფისში მიმდინარე პარტნიორთა კრება, რომელიც არხის 9-პროცენტიანი წილის მფლობელის – ნინო ნიჟარაძის, მოთხოვნით ჩაინიშნა, სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

კრებაზე 3 საკითხი განიხილაეს, მათ შორის, ნიჟარაძის მოთხოვნა, რომელიც არხის მფლობელებს და მენეჯმენტს მისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს და კომპენსაციას მოითხოვს.

დღის წესრიგის მიხედვით, ნინო ნიჟარაძის მხარე ითხოვდა საგადასახდო დავალიანების შესახებ არხის გენერალური დირექტორის ანგარიშს.

ნიკა გვარამიამ დეტალურად განმარტა, თუ როგორ ხდება დავალიანების დაფარვა.

სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, რუსთავი2 მის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის განმავლობაში რამდენიმე წელი იმყოფებოდა ორი არჩევანის წინაშე – ან ჰქონოდა არხს მაუწყებლობა ან დაეფარა მხოლოდ საგადასახადო დავალიანება.

მისი განცხადებით, სამაუწყებლო კომპანიამ გააკეთა არჩევანი, რომ ჯერ შეუფერხებელი მაუწყებლობისთვის ყველანაირი პირობა შეექმნა, პარალელურად კი გადასახადი დაეფარა.

„კომპანიის მენეჯმენტმა პარტნიორების, ასე ვთქვათ, ძირითადი წილის მფლობელების თანამონაწილეობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხარჯები დაიფაროს შემდეგი პრიორიტეტულობით – ჯერ დაიფაროს ყველა ხარჯი, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობას, არა უბრალოდ მაუწყებლობას, არამედ გამართულ მაუწყებლობას და მაღალ რეიტინგს, მათ შორის, საერთაშორისო პროექტებს, არა მხოლოდ საინფორმაციო მაუწყებლობას, ასე ვთქვათ, არა მინიმალურ მაუწყებლობას, არამედ სრულფასოვან მაუწყებლობას და ამის შემდეგ უკვე გადავიდეთ გადასახადების გადახდის რეჟიმზე, ვინაიდან კომპანიას პრობლემები აქვს სხვაგვარად,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რუსთავი2-ის ამ გადაწყვეტილებას ყველა პარტნიორი ეთანხმება, თუმცა, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მისთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ წარადგინა ნიკა გვარამიამ ანგარიში.

ყავლაშვილის თქმით, ამ მომენტისთვის სასარჩელო მოთხოვნა 28 მილიონს წარმოადგენს, თუმცა სათანადო აუდიტორიული დასკვნების და კვლევების შედეგად, ამ თანხამ შესაძლოა, ცვლილება განიცადოს.

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორმა, ნინო ნიჟარაძემ სასამართლოში სარჩელი ,,რუსთავი 2“-ის, ,,რუსთავი 2“-ის პარტნიორების – ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ,,რუსთავი 2“-ის დირექტორის – ნიკა გვარამიას და შპს ,,ინტერმედიის“ წინააღმდეგ ერთი თვის წინ შეიტანა.