ნინო ქათამაძე და ნატო მეტონიძე 17 მაისს კონცერტზე არ იმღერებენ

ნატო მეტონიძე 17 მაისს, „ოჯახის სიწმინდის დღეს“ დაგეგმილ გალა კონცერტში მონაწილეობას აღარ მიიღებს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, კონცერტში ასევე, აღა მიიღებენ მონაწილეობას აჩიკო ნიჟარაძე და ანსამბლი „შვიდკაცა“.

ნატო მეტონიძის თქმით, ამ შეთავაზებით მისთვის არავის მიუმართავს და როცა ორგანიზატორებს დაუკავშირდა, თუ საიდან მოხვდა მისი გვარი აფიშაზე, მას მოუბოდიშეს და უთხრეს, რომ ტექნიკური შეცდომა მოხდა.

ტელეკომპანიის ცნობითვე, მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე ამბობს, რომ 17 მაისს ქალაქ გორში აქვს დაგეგმილი კონცერტი და შესაბამისად, 17 მაისს თბილისში არ იქნება.

17 მაისს დაგეგმილი კონცერტში მონაწილეობას ასევე, არ მიიღებს მომღერალი ნინო ქათამაძეც.

შეგახსენებთ: 17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამასთან, 2014 წელს, ეს დღე საპატრიარქომ „ოჯახის სიწმინდის დღედ“ გამოაცხადა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019