პირველად აზიაში – ტაივანში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

ტაივანის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას მხარი დაუჭირა, რის შედეგადაც კუნძული, რომელსაც ჩინეთი თავის პროვინციად თვლის, გახდა პირველი ადგილი აზიაში, სადაც გეი-კავშირი დაკანონებულია.

კანონპროექტის მხარი 66-მა დეპუტატმა დაუჭირა, 27 კი წინააღმდეგ წავიდა. კანონი ძალაში მას შემდეგ შევა რაც მას ხელს მოაწერს ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინვენი – 2016 წელს ამ პოსტზე არჩეული პირველი ქალი.

„2019 წლის 17 მაისს ტაივანში გაიმარჯვა სიყვარულმა. ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით თანასწორობის გზაზე და გავხადეთ ტაივანი საუკეთესო ქვეყანა“- დაწერა მან ტვიტერზე.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019