ქეთი ალექსიძე „საქართველოს ფოსტაში“ გადადის

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ყოფილი ხელმძღვანელი საქმიანობას „საქართველოს ფოსტაში“ გააგრძელებს.

აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ის „საქართველოს ფოსტაშიც“ დაუდასტურეს.

კერძოდ, ალექსიძე საინვესტიციო და სტრატეგიული პროექტების მიმართულებით „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის მრჩევლად ინიშნება.

როდის შეუდგება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ყოფილი ხელმძღვანელი „საქართველოს ფოსტაში“ საქმიანობას, ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ: „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი ქეთი ალექსიძე თანამდებობიდან გასული წლის სექტემბერში გადადგა. ალექსიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, რომელსაც 2010 წლიდან იკავებდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019