ყანდაურაში მკვლელობის საქმეზე 22 წლის სტუდენტი ომარიკო გამყრელიძეა დაკავებული – გამოძიებას მამამისზე, ნოდარ გამყრელიძეზე გასვლა სურს

ყანდაურაში მკვლელობის საქმეზე 22 წლის სტუდენტი ომარიკო გამყრელიძეა დაკავებული - გამოძიებას მამამისზე, ნოდარ გამყრელიძეზე გასვლა სურსყან­და­უ­რა­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ომარ გამყ­რე­ლი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის შესახებ კვირის პალიტრამ დეტალები გაარკვია.

ახალ­გაზ­რდა მამაკაცს გა­მო­ძი­ე­ბა ცეცხლ­სას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას ედა­ვე­ბა (სსკ-ის 236-ე მუხ­ლი).

ის დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს, მაგრამ ეს ამბავი აქამდე არ გახმაურებულა. დაკავებულია 22 წლის ბაბუის მოსახელე, ომარ (ომარიკო) გამყრელიძე.

იგი სტუდენტია.

მართალია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, რეალურად ბიჭის დაკავების მიზეზი მისგან მამაზე ინფორმაციის მიღებაა. ამ გზით სამართალდამცავებს სურთ, მიაგნონ მამამისს ნოდარ გამყრელიძეს. არსებული ინფორმაციით, სწორედ მას ეძებს გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ამ უმძიმეს დანაშაულში მხილებულ კიდევ ერთ პირს ეძებენ. სავარაუდოდ, იძებნება სწორედ ნოდარ გამყრელიძე.

ჩვენი ინფორმაციით, ნოდარი წლების განმავლობაში ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, ის ყოფილი სპეცრაზმელია. თუმცა ამ ეტაპზე ის სისტემაში არ მუშაობდა. როგორც ამბობენ, ამხელა ტრაგედიის შემდეგ ის სოფელ ყანდაურაში არ გამოჩენილა.

მისი ვაჟი ომარიკო ამბობდა, რომ მამამისი რუსეთში აპირებდა წასვლას და ნახა პასპორტში ვიზა ჩარტყმული რომ ჰქონდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ოფიციალურად საზღვარი არ გადაუკვეთავს. არ გამორიცხავენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადავიდა რუსეთის ტერიტორიაზე. თავად სამართალდამცავები კი მას ყველგან ეძებენ.

განსაკუთრებული ძებნა სოფელ ყანდაურას ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. კახეთის რეგიონში სპეციალური დანაყოფები ჩაიყვანეს ძალოვნებმა და ნოდარ გამყრელიძეს ტყე-ტყეც კი ეძებდნენ.

უკვე არსებობს ექსპერტიზის დასკვნის შედეგი, სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ტრაგედიის ადგილას ორი სხვადასხვა იარაღიდან განხორციელდა სროლები, ამიტომ გამორიცხავენ, რომ ეს ერთ ადამიანს ჩაედინა. მეორე იარაღი ჯერ ნაპოვნი არ არის, სამძებრო სამუშაოები კი ინტენსიურად ხორციელდება, რომ იპოვონ მკვლელობის იარაღი.

ამ დრომდე არ არის პასუხი მთავარ კითხვაზე, ვინ და რატომ ჩაიდინა ეს უმძიმესი დანაშაული.

მომხდარის გამოძიება გრძელდება.

კვირის პალიტრა

ყანდაურაში მკვლელობის საქმეზე 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავეს