ყვარელში 11 თვის ბავშვი ქათმის წვნიანმა მოკლა

ყვარელში 11 თვის ბავშვი ქათმის წვნიანმა მოკლაყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 11 თვის ბავშვი გარდაიცვალა.

ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში ბავშვი შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარს კერძისგან მოწამვლას უკავშირებენ და აცხადებს, რომ ისინი ერთ-ერთი კომპანიის მიერ წარმოებული ქათმის ხორცისგან მომზადებული კერძისგან მოიწამლნენ.
შემთხვევა 9 მაისს საღამოს მოხდა. საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. პროდუქტის ნიმუშები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.