ქვემო ფონიჭალაში ტრაილერი ქალს დაეჯახა და მოკლა

ქვემო ფონიჭალაში ტრაილერი ქალს დაეჯახა და მოკლაავტოსაგზაო შემთხვევა ქვემო ფონიჭალაში – დიდი სიჩქარით მიმავალი ტრაილერი ქალს დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, ქალი ქვეითთა გადასასვლელით სარგებლობდა, ტრაილერმა კი დამუხრუჭება ვერ მოასწრო.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გარდაცვალება გამოიწვია.

რუსთავი 2