რამოსმა შესაძლოა რეალი დატოვოს

რამოსმა შესაძლოა რეალი დატოვოსესპანურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ სერხიო რამოსს არ მოწონს ბოლო პერიოდში რეალში განვითარებული მოვლენები და ის გუნდის დატოვებას არ გამორიცხავს. რეალმა წელს ცუდი სეზონი ჩაატარა, გარდა ამისა გუნდში მუდმივად არის კონფლიქტები მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის.

ამის გამო რამოსი რეალიდან წასვლას არ გამორიცხავს. მისი შეძენა უამრავ გუნდს სურს, მაგრამ განსაკუთრებით პსჟ და მანჩესტერ იუნაიტედი აქტიურობენ. სერხიო რამოსი რეალში 2005 წელს გადავიდა და გუნდის ლეგენდა გახდა.