რატომ გაძვირდა საწვავი?

საწვავი ბოლო ერთი თვის განმავლობაში 10-15 თეთრით გაძვირდა. კერძოდ, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე დღეს მოქმედი მაქსიმალური ფასებია: 1 ლიტრი ევრო-რეგულარი – 2.44 ლარი, პრემიუმი – 2.54 ლარი, სუპერი – 2.64 ლარი, დიზელი – 2.64 ლარი.

საწვავის გაძვირებას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს. როგორც ვანო მთვარელაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ფასის ზრდა განპირობებულია S&P Global Platts-ის მიხედვით ბენზინისა და დიზელის საწვავზე ფასის მატებით, ამასთან, ეროვნული ვალუტის გაუფასურებით.

„საქართველოში ბოლო პერიოდში საწვავის ფასის ზრდა განპირობებულია S&P Global Platts-ის მიხედვით, ბენზინისა და დიზელის საწვავზე ფასის მატებით. კერძოდ: S&P Global Platts-ის თანახმად, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი. ბენზინის ფასი წლის დასაწყისიდან გაზრდილია დაახლოებით, 181.75$-ით/ტონაზე, ანუ 38.4%-ით 655.0 დოლარამდე/ტონაზე, ხოლო დიზელის ფასი გაზრდილია დაახლოებით, 128.75$-ით/ტონაზე, ანუ 25.4%-ით 634.75 დოლარამდე/ტონაზე. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ფასები წინა დღეების განმავლობაში გაცილებით მაღალი იყო.

ასევე, აღსანიშნავია, საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით, რომელზეც ასევე დამოკიდებულია საცალო ქსელში არსებული საწვავის ფასი. კერძოდ, წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, შეადგენდა 2,6727 ლარს და დღეისთვის მისი გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, შეადგენს 2,7435 ლარს.

რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საწვავის ფასი გაიზარდა ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 10-15 თეთრით ლიტრაზე“,-აცხადებს ვანო მთვარელაშვილი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019