რობერტო ფირმინომ ვარჯიში განაახლა

რობერტო ფირმინომ ვარჯიში განაახლალივერპულის ფორვარდმა რობერტო ფირმინომ კუნთის ტრავმა თითქმის ბოლომდე მოიშუშა და ვარჯიში განაახლა. ამჟამად ლივერპული ესპანეთში იმყოფება, სადაც ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადებიან, რომელიც 1 ივნისს გაიმართება.

ფირმინოს 3 კვირაა არ უთამაშია და მან ბარსელონასთან განმეორებითი შეხვედრაც გამოტოვა, მაგრამ ფინალისთვის სავარაუდოდ ის მზად იქნება.

ფირმინომ განაცხადა რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ლივერპულისთვის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.