რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ბმვ-მ ქვეითი გაიტანა

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ბმვ-მ ქვეითი გაიტანაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე.

თვითმხილველების თქმით, “ბეემვე”-ს მარკის ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

50 წლამდე მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანა.

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით ქვეითი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ისე ავტობანზე გადაადგილდებოდა.