რუსთავთან ჟიგული ჯებირს შეეჯახა – 5 ადამიანი დაშავდა – ვიდეო

რუსთავთან ჟიგული ჯებირს შეეჯახა - 5 ადამიანი დაშავდა - ვიდეოავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე.

“ჟიგულის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტობანის შუა გამყოფ ჯებირს შეეჯახა და გამყოფ ზოლზე 1 მეტრის სიმაღლეზე ავარდა.

შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.
ინფორუსთავი