სა­ბერ­ძნეთ­ში მოკ­ლუ­ლი 29 წლის ქალი ქუთაისელი ქეთი სუ­თი­ძეა

სა­ბერ­ძნეთ­ში მოკ­ლუ­ლი 29 წლის ქალი ქუთაისელი ქეთი სუ­თი­ძეაქა­ლაქ ათე­ნის გა­რე­უ­ბან­ში, კა­ლი­თე­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს 29 წლის მო­ქა­ლა­ქე სა­ძი­ნე­ბელ­ში მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს.

გარ­დაც­ვლილს ნა­თე­სა­ვე­ბი წინა დღი­დან ეძებ­დნენ და რო­დე­საც არ გა­მოჩ­ნდა, დე­ი­და მის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ხე­ლოს­ნის დახ­მა­რე­ბით შე­ვი­და, სა­დაც ის გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა.

სა­ბერ­ძნეთ­ში მოკ­ლუ­ლი 29 წლის ქალი წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სე­ლი ქეთი სუ­თი­ძეა. რო­გორც AMBEBI.GE-ს გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბელ­მა გა­ნუ­ცხა­და, ახალ­გაზ­რდა ქალი სა­ბერ­ძნეთ­ში წლე­ბის წინ წა­ვი­და. მისი თქმით, სუ­თი­ძე სახ­ლში ყელ­გა­მოჭ­რი­ლი იპო­ვეს.

“ქეთი ქუ­თა­ი­სი­დან წლე­ბის წინ წა­ვი­და. კლა­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მე-9 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნე­ტით გა­ვი­გეთ და რაც ტე­ლე­ვი­ზი­ით გავ­რცელ­და მეტი არა­ფე­რი ვი­ცით”- აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბე­ლი. ქეთი სუ­თი­ძეს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.