სააკაშვილი – “თქვე საცოდავებო, მე რომ დამამარცხებთ, მერე იქნება თქვენი საქმე ძაან ცუდად”

სააკაშვილი - "თქვე საცოდავებო, მე რომ დამამარცხებთ, მერე იქნება თქვენი საქმე ძაან ცუდად"„ხიდაშელი გაცოცხლდა და თქვა, სანამ სააკაშვილს არ დავამარცხებთ, ვერ დავამარცხებთ ივანიშვილსო, სააკაშვილს რომ დაამარცხებთ, მერე წავა თქვენი საქმე ძაან ცუდად, თქვე საცოდავებო“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა თვითმფრინავში ჩაწერილ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც “ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

“მოგესალმებით მორიგი რეისიდან მორიგი მიმართულებით. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი ამოცანაა, რეაგირება მოვახდინოთ იმ პროპაგანდაზე, რაც ახლა მიდის საქართველოში. დააკვირდით რა ხდება, ივანიშვილის მთავარი ამოცანა რა არის – ყველა მინუს სააკაშვილი. ე.ი. ოღონდ მიშა გაწიეთ გვერდზე და ყველაფერი კარგად იქნება. ხან იქიდან შემოუთვლის ერთ ოპოზიციას და ხან აქედან. ნახეთ, ხიდაშელი გაცოცხლდა და თქვა, სანამ სააკაშვილს არ დავამარცხებთ, ვერ დავამარცხებთ ივანიშვილსო. აი, სააკაშვილს რომ დაამარცხებთ, მერე წავა თქვენი საქმე ძაან ცუდად, თქვე საცოდავებო“, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკური ასპარეზიდან გვერდზე უნდა გაიწიოს რათა “ქართული ოცნება“ დამარცხდეს.

თინა ხიდაშელი – “ბიძინას დასამარცხებლად ისევ მიშა გვყავს დასამარცხებელი”