შერემეტიევოში ცეცხლმოდებულ თვითმფრინავში 41 ადამიანი დაიღუპა – ვიდეო

შერემეტიევოში ცეცხლმოდებულ თვითმფრინავში 41 ადამიანი დაიღუპა - ვიდეოშერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავის დაწვის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 41 ადამიანი.

გადარჩა 37 ადამიანი. მათ შორის 33 მგზავრი და 4 პილოტი. მათგან 5 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი.

თვითმფრინავმა, რომელიც მურმანსკში მიფრინავდა, პრობლემის შესახებ სიგნალი აფრენიდან რამდენიმე წუთში გადასცა და ავარიულად დაჯდომა ითხოვა.

ამის შემდეგ თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა.

პირველ ცდაზე მან დაჯდომა ვერ მოახერხა, მეორე ცდაზე კი საფრენ ბილიკზე შასით დაეცა, შემდეგ ბილიკს ცხვირი დაარტყა და ცეცხლი გაუჩნდა.

ხალხი ტრაპებიდან ხტებოდა, – წერს რუსეთის მედია.

ცეცხლის გაჩენის მიზეზების შესახებ არაფერის ცნობილი.