შერემეტიევოში ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავში 13 ადამიანი დაიღუპა – ტრაგედიის ახალი დეტალები

შერემეტიევოში ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავში 13 ადამიანი დაიღუპა - ტრაგედიის ახალი დეტალებირამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შერემეტიევოში თვითმფრინავის ავარიულად დაჯდომის დროს 13 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას სააგენტო ტასი ავრცელებს ექიმებზე დაყრდნობით. სააგენტო ამბობს, რომ მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები ბორტის დამწვარ ნაწილში.

დღეს თვითმფრინავმა, რომელიც მურმანსკში მიფრინავდა, პრობლემის შესახებ სიგნალი აფრენიდან რამდენიმე წუთში გადასცა და ავარიულად დაჯდომა ითხოვა.

ამის შემდეგ თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა.

პირველ ცდაზე მან დაჯდომა ვერ მოახერხა, მეორე ცდაზე კი საფრენ ბილიკზე შასით დაეცა, შემდეგ ბილიკს ცხვირი დაარტყა და ცეცხლი გაუჩნდა. ბორტის დიდი ნაწილი დაიწვა.

გასაბერი ტრაპების მეშვეობით 73 მგზავრის და ეკიპაჟის ევაკუირება მოხდა.

ხალხი ტრაპებიდან ხტებოდა, – წერს რუსეთის მედია.

ავარიული დაჯდომის დროს 26 ადამიანი დაშავდა.