სიღნაღში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა კიკილაშვილების სახლს დაეცა

სიღნაღში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა კიკილაშვილების სახლს დაეცასიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში სტიქიის დროს კიკილაშვილების საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. მიზეზი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან რამდენიმეჯერ გასროლილი რაკეტა გახდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სოფელს სტიქია აზიანებდა.

სალომე კიკილაშვილი imedinews-თან ლაპარაკისას ამბობს, რომ გასროლილი რაკეტა სახლის სახურავს დაეცა და ჭერი და იატაკი დაუზიანა.

მისივე თქმით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტში დაჰპირდნენ, რომ რაკეტისგან დაზიანებულ ოთახს აღუდგენენ.