სუსი დაკავებულ ფეხბურთელებს ჩაწყობილი თამაშებიდან 93.500 ლარის აღებას ედავება

სუსი დაკავებულ ფეხბურთელებს ჩაწყობილი თამაშებიდან 93.500 ლარის აღებას ედავებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა.”ნიუპოსტის” ინფორმაციით, დაკავებულები არიან ჯონი შეროზია, პაატა ღუდუშაური, გიორგი გეთიაშვილი, ნოდარ კიკნაველიძე, ნიკოლოზ მაისურაძე, რატი იმერლიშვილი, ირაკლი ბაჯელიძე, ლაშა ჩაფიძე და ირაკლი ხუჭუა.

ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულებმა, მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის 93.500 ლარი აიღეს.