”ჭორებს ნუ მიყრით!” – ჯაბა ჯიშკარიანმა ”ოცნებას” გაფრთხილება მისცა

”ჭორებს ნუ მიყრით!” - ჯაბა ჯიშკარიანმა ”ოცნებას” გაფრთხილება მისცაჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა და ყოფილ თანაგუნდელებს გაფრთხილება მისცა. მისი თქმით, ჯიშკარიანის ყოფილი კოლეგები მთაწმინდაზე მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის” წევრია. ჯაბა ჯიშკარიანმა “ქართული ოცნების” წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ თუ მსგავსი ხმების გავრცელება გაგრძელდება, ის თითოეულ მათგანს პასუხს გასცემს.

ამ განცხადებას წინ უძღოდა სხდომის დაწყებამდე ცხარე კამათი ჯაბა ჯიშკარიანსადა საკრებულოს წევრს, “ქართული ოცნებიდან,” ბექა დავითულიანს შორის. დაპირისპირების თემა, სავარაუდოდ, ჯიშკარიანის მიერ მოგვიანებით განცხადებაში აღნიშნული პრობლემა იყო.