ტერეზა მეი თანამდებობიდან მიდის

ტერეზა მეი თანამდებობიდან მიდისტერეზა მეიმ განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს 7 ივნისს ტოვებს, მაგრამ ბრიტანეთის პრემიერის პოსტზე პარტიის ახალი ლიდერის არჩევამდე დარჩება. პარტიის ლიდერის არჩევის შემდეგ კი პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს.

დაუნ სტრიტზე გამოსვლის დროს ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ გააკეთა ყველაფერი რაც შეეძლო, 2016 წლის რეფერენდუმის ჩასატარებლად, რომელზეც „ბრექსიტის“ მომხრეებმა გაიმარჯვეს.

მისი თქმით, მას აქვს სინანული იმის გამო, რომ „ბრექსიტის“ განხორციელება ვერ შეძლო. თუმცა, ახლა ქვეყანას სათავეში ახალი ადაიანი უნდა ჩაუდგეს და ეს ყველას ინტერესშია.