თამარ ჩერგოლეიშვილი – “კახა კალაძე, ჯაგად გაგზარდეს, ჯაგა ხარ და ჯაგად მოკვდები, სულ დოლჩეს და გაბანას თუთიყუშს რომ დაემსგავსო”

თამარ ჩერგოლეიშვილი - "კახა კალაძე, ჯაგად გაგზარდეს, ჯაგა ხარ და ჯაგად მოკვდები, სულ დოლჩეს და გაბანას თუთიყუშს რომ დაემსგავსო"თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“გუშინ გიგას გავყევი, შალვა შავგულიძის ბანერებს კიდებდნენ და მე კარგი გამოცდილება მაქვს – ერთადერთი “ბანერი” ანუ სტიკერი გავაკარი ჩემს ცხოვრებაში – ივანიშვილის კარიკატურა და დამიჭირეს. თან ვერთობოდი ამწეზე

დღეს გამოვიარე, ჩამოხსნილია – როგორც მოსალოდნელი იყო.

რეალურად სულ სხვა რამის დემონსტირება მინდოდა.

ირმა ინაშვილის და თარხან მოურავის ძონძები კიდია 1 თვეა რუსთაველზე და ვარაზის ხევში (ალბათ სხვაგანაც) და ხელს არავინ კიდებდა – გადაღებული გვაქვს.

ჰოდა Kakha Kaladze ჯაგად გაგზარდეს, ჯაგა ხარ და ჯაგად მოკვდები, სულ დოლჩეს და გაბანას თუთიყუშს რომ დაემსგავსო.

P.S. ჩემ ჩამოკიდებულ ბანერს რომ ხსნი და ირმა ინაშვილისას – არა, სხვა რაზე მიუთითებს,” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

პრესა.ჯი