„თანამდებობა ჩემი ნებით არ დამიტოვებია, ჩემი გადაყენება ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული“ – გიორგი ქობულია

„თანამდებობა ჩემი ნებით არ დამიტოვებია, ჩემი გადაყენება ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული“ – გიორგი ქობულიასაქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პარლამენტში იმყოფება. მასთან შეხვედრას მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატები და საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ესწრებიან.

როგორც ქობულიამ განაცხადა, მისი თანამდებობიდან გადაყენება ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული:

“მე თანამდებობა ჩემი ნებით არ დამიტოვებია, მე ვიყავი გადაყენებული. ჩემი გადაყენების პრეროგატივა პრემიერს აქვს, მე მგონია ამაში გასაკვირი არაფერია. ეს გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ლიდერთან კონსულტაციების შედეგად იყო მიღებული. ჩემი გადაყენების მიზეზები იყო ის, რომ მე მხარს არ ვუჭერდი მთელ რიგ გადაწყვეტილებებს“, – აცხადებს ქობულია.