”ათმა კაცმა გაკოჭილი გამომათრია” – თინა ბოკუჩავა ზუგდიდის უბნიდან პოლიციამ გააძევა

”ათმა კაცმა გაკოჭილი გამომათრია” - თინა ბოკუჩავა ზუგდიდის უბნიდან პოლიციამ გააძევადეპუტატი და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავას ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის დროს დარჩენის უფლება არ მისცეს. როგორც ბოკუჩავა ამბობს, მას აქვს პარლამენტარის საშვი, რომელიც ცესკომ გასცა და ნებისმიერ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის უფლება აქვს.

საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ირინე კარტოზია კი აცხადებს, რომ ბოკუჩავას ზედამხედველობის უფლება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში აქვს და არა – უბანზე. არსებული ინფორმაციით, ბოკუჩავა საარჩევნო უბნიდან პოლიციის ძალით გააძევეს.

”არ გაპატიებთ, თავს დამესხით 10 კაცი და გამომათრიეთ გაკოჭილი, სირცხვილი თქვენ” – თქვა დეპუტატმა.

ნიუპოსტი