ტყიბულის საავადმყოფოში სკოლის 16 მოსწავლე გადაიყვანეს

ტყიბულის საავადმყოფოში სკოლის 16 მოსწავლე გადაიყვანესტყიბულის საავადმყოფოში, სავარაუდოდ, ალერგიის დიაგნოზით სკოლის 16 მოსწავლე გადაიყვანეს. კლინიკაში ამბობენ, რომ მოსწავლეები ტყიბულის N1 საჯარო სკოლიდან შეიყვანეს.

მედიკოსების თქმით, მათ გამონაყარი, ქავილი და თავბრუსხვევა აღენიშნებოდათ.

როგორც “ნიუპოსტს” ტყიბულის კლინიკის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რა გახდა მოსწავლეების მოწამვლის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

მათივე ცნობით, კლინიკაში ამჟამად 1 მოზარდი რჩება ხოლო, 15 მოსწავლე უკვე გაწერილია ბინაზე.

“შემოყვანილი იყო 16 მოსწავლე, ალერგიით გამოხატული სიმპტომებით, თუმცა ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია რა ნივთიებას უკავშირდება მათი ინტოქსიკაცია. ამჟამად კლინიკაში მხოლოდ ერთი მოსწავლე რჩება ხოლო, 15 გაწერილია ბინაზე” – აღნიშნა “ნიუპოსტთან” საუბრისას მაგდა კობახიძემ.